მოგესალმებათ MYLOV.GE - შეუზღუდავი სივრცე გაცნობისთვის!
ჩვენი სერვისები
სარგებლობა
საიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით.
კონფიდენციალურობა
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ პირად სივრცეს! თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია.
ურთიერთობა
მიწერეთ მეგობრეს ასევე შეიძინეთ ახალი მეგობრები, გაატარეთ დრო მხიარულად.
რეგისტრაცია უფასოა
რეგისტრაცია
25 Jan 2018
meamboxe
თავი ვეღარ გავანებე წერას, ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები, ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს, გვიანია,მითეთრდება თმები. და თუ რამე დამალულა გულში, მინდა,რომ თქვენც იცნოთ ჩემი სუნთქვა, ვერ დავცალე გრძნობა სიყვარულში, (თუმც,არასდროს არ ვყოფილვარ გულქვა). უკვე მელის შუქი,თუ წყვდიადი და სიცოცხლის გასაყარზე ვდგავარ, თითქოს,კიდევ ერთი განთიადი, სასუფევლად გამზადებულს ვგავარ. ეს ზაფხულიც ერთფეროვნად გავა, მეც გავყვები სექტემბერში ქარებს, ახლა,უკვე მინდა იავნანა, თითებზე ვთვლი შემორჩენილ წამებს. ცას შევცქერი და სიმშვიდეს ვნატრობ, ფანჯარასთან,სარეცელზე ვწევარ, სიჩუმეში მე ვყვიროდი მარტო და სიჩუმე ახლა,უკვე მე ვარ. თავს კი,მაინც ვერ ვანებებ წერას, ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები, ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს, გვიანია,გამითეთრდა თმები.
0
25 Jan 2018
meamboxe
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი, და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს, ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა? დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე: თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყა
0
29 Nov 2017
meamboxe
უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . . ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო. მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . . მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . . ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . . თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!.. საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ; სინანული გვიანია ქალბატონო. . . ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის, ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . . დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსო
0

საიტების დამზადება