მოგესალმებათ MYLOV.GE - შეუზღუდავი სივრცე გაცნობისთვის!
ჩვენი სერვისები
სარგებლობა
საიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით.
კონფიდენციალურობა
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ პირად სივრცეს! თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია.
ურთიერთობა
მიწერეთ მეგობრეს ასევე შეიძინეთ ახალი მეგობრები, გაატარეთ დრო მხიარულად.
რეგისტრაცია უფასოა
რეგისტრაცია
29 Nov 2017
meamboxe
უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . . ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო. მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . . მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . . ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . . თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!.. საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ; სინანული გვიანია ქალბატონო. . . ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის, ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . . დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსო
0
29 Nov 2017
meamboxe
“5 წუთი დარჩა” – ამბობს მოედნის დიდი, მრგვალი საათი. მაღალი, ახალგაზრდა ჯარისკაცი კი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ომიდან, მოლოდინის თვალებით შესცქერის მას, გული გამალებით უცემს და ყოველი წამი საუკუნედ ეჩვენება. ზუსტად 5 წუთში, იგი ნახავს ქალს, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. უკვე 13 თვეა, რაც იცნობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც კი უნახავს, მისი მიწერილი სიტყვები არ სცილდება ჯარისკაცის გონებას. ღამეა, ბრძოლის ველი ცეცხლში გახვეულა და ტყიამფრქვევების ხმა აყრუებს არემარეს. სიკვდილის შიში, თავდაცვის ინსტიქტი და სიმამაცე ერთმანეთში ითქვიფება და რაღაც გაურკვეველ გრძნობაში იზრდება,რომლის ახსნა არცერთ პოეტსა და მწერალს არ ძალუძს. ერთ–ერთ წერილში ჯარისკაცი აღიარებს,რომ ეშინია მოსალოდნელი ბრძოლის და ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე იღებს წერილს, რომელშიც წერია: “გასაგებია, რომ გეშინია. ყველა მამაც ადამიანს აქვს შიში. განა მეფე დავითს არ ეშინოდა? ამიტომაც წერს ფსალმუნებში: “საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფ
0
29 Nov 2017
meamboxe
კურსდამთავრებულთა მცირე ჯგუფი თავის ძველ პროფესორს ეწვია სტუმრად. მათ დაიწყეს თავიანთი სტუდენტობის შემდგომი ისტორიების მოყოლა. ყველას ამბავი რაღაცით გავდა ერთმანეთს. ისინი ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მძიმე სამუშაო, ცოტა თავისუფალი დრო, სტრესი და უამრავი ამდაგვარი პრობლემა. პროფესორმა სტუდენტებს ყავა შესთავაზა. იგი დროებით სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ყავასთან და სხვადასხვა სახის ფინჯნებთან ერთად. ფინჯანთაგან ზოგი ძვირადღირებული იყო და ზოგი იაფი. ზოგი მათგანი უბრალოდ გამოიყურებოდა, ზოგი კი სოლიდურად. როდესაც ყველა სტუდენტმა დაისხა ყავა თავის სასურველ ფინჯანში, პროფესორმა თქვა: თუ შეამჩნიეთ, თითოეულმა თქვენგანმა მხოლოდ ის ფინჯანი აირჩია, რომელიც ლამაზად და ძვირადღირებულად გამოიყურებოდა. ყველამ თვალი აარიდეთ მათ, რომლებიც იაფად და უბრალოდ მოგეჩვენათ. ჩვენ ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემებისა და სტრესის მთავარი მიზეზი. ფინჯანი ყავის ხარისხს არ განსაზღვრავს და ხშირად იგი ბევრად უფრო ძვირია იმაზე, რასაც ვსვამთ.ის რაც ნ
0

საიტების დამზადება